ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღე
ტრენინგი დავიწყე მიმართულების მისცემი საკვანძო კითხვების განხილვით. ჯგუფში განვიხილე ჩემი შემუშავებული კითხვები, იყო რაღაც შენიშვნები და ჯგუფში განხილვის შედეგად ზუსტად და სწორად ჩამოვაყალიბე, ჩემი პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
შევქმენი ბლოგი. ვისწავლე ბლოგის მართვის ინსტრუმენტები.ბლოგის პარამეტრებიდან ვისწავლე და გავაფორმე ბლოგი ვიზუალურად. (შევარჩიე ფონი და შრიფტს შევურჩიე სასურველი ფერი).შევქმენი ბლოგზე გვერდები: "მთავარი",,ტრენინგის რეფლექსია'', "პროექტები", "ფოტოგალერეა" და"სასარგებლო რესურსები".
გამოყენებული ლიტეატურიდან ან ელ.მისამართიდან ინფორმაციის მიღებისას, აუცილებლად უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები. პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ ელ. სახელმძღვანელოს, ამიტომაც  მივუთითე ელ. მისამართი tpdc.ge/essentials.ელ. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთე პრეზენტაცია ,,საავტორო უფლებების ქაოსის დეტალები'', რომელსაც სახლში გავეცნობი.
განვიხილე პროექტის შეფასება. (განმავითარებელი, განმსაზღვრელი) დღეს დავამუშავე განმავითარებელი შეფასების 1-ელი სტრატეგია ,,მოსწავლეთა წინარე ცოდნის და საჭიროებების დადგენის სტრატეგია''. დავასახელე მისი მეთოდები: დიგნოსტიკური ტესტი. დავალებად შესასრულებელი მაქვს, ჩემი პროექტისათვის მოსწავლეთა საჭიროების დასადგენი სტრატეგიის შემუშავება.

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგი დავიწყეთ საკუთარი პროექტისათვის , მოსწავლეთა სტრატეგიების განხილვით. დავასახელე შერჩეული მეთოდი და ინსტრუმენტი ( დიაგნოსტიკური ტესტი, კითხვარი)
გადავედით ელ.სახელმძღვანელოზე და მოდული 3 -დან გადმოვიწერე ,, საკვანძო კითხვების რუბრიკა'', რომლის მეშვეობითაც , ქულებით შევაფასე ჩემი შემუშავებული მომიართულების მიმცემი კითხვები.ასევე, ჩამოვტვირთე ,, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა'', რომლის მიხედვით შევაფასე პროექტის გეგმა.
შემდეგ გადავედი პროექტის გეგმაზე და დავიწყე შემდეგი პლოკების შევსება. შეფასების გრაფაში ჩავწერე, თუ რომელ მეთოდს და ინსტრუმენტს გამოვიყენებ შეფასებისათვის, პროექტის დასაწყისში. შევავსე მოსწავლეთა წინარე ცოდნა და არსებული უნარები. სასწავლო პროცედურებს კი დავამუშავებ და შევავსებ შემდეგი ტრენინგისათვის.
ჯგუფში განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ტიპები. ჯგუფში შევარჩიეთ ერთ-ერთი , კერძოდ გაზეთი და დავიწყეთ გაზეთის შექმნაზე მუშაობა. დასრულებულ სახელს წარმოვადგენთ შემდეგ ტრენინგზე.
დავუბრუნდით ბლოგს და ვისწავლე ბლოგზე, ფაილის და საქაღალდის ატვირთვა.
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლეების ნუმუსების განხილვით. მასწავლებლებმა შევქმენით გაზეთი, მოსწავლეების გადმოსახედიდან, თითოეულმა განვიხილეთ საკუთარი ნამუშევარი, მივეცი რჩევები კოლეგებს. წარმოდგენილი გაზეთი და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა პასუხობდეს პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებს, ასევე უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და მარტივ, ბავშვისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი.
შემდეგი საკითხი იყო შეფასება. გავიმეორეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგია. 1-ელ სტრატეგიაზე უკვე გვაქვს ნამუშევარი ამიტომ გადავედით შემდეგ სტრატეგიებზე. ელ. სახელმძღვანელოდან განვიხილე და ავაჩიე თითოეული სტატეგიიდან, შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ვფიქრობ ნათლად მოცემული ინსტრუმენტები დამეხმარება ობიექტურ შეფასებებში.
არჩეული შეფასების მეთოდები ჩავწერე პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში და აღვწერე მათი გამოყენების საჭიროება.
ტრენინგის ბოლოს გავეცანი ელ. ბიბლიოთეკას http://www.tpdc.ge/essentials/rubrics ვნახე  მრავალფეროვანი რუბრიკები და შეფასების ფორმები.
ყველა განხილული სტრატეგია მართლაც კარგი ნიმუშია და გამიადვილებს მუშაობას.
ტრენინგის მე-8 დღე
ტრენინგი დავიწყეთ პროექტის გეგმის განხილვით, კიდევ ერთხელ გადავხედე შევსებულ გრაფებს და შევიტანე ცვლილებები.
მოკლედ გავიმეორეთ შეფასებები. ავირჩიე პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობა, კერძოდ ბუკლეთი და გავაკეთე ჩეკლისტი. ჩეკლისტი არის თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებისათვის, ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებული. ასევე შევადგინე ბუკლეტის შეფასების რუბრიკა, ახლა უკვე მასწავლებლისათვის.
განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის წარმოდგენის და წარმართვის ინსტრუმენტები. ელ. სახელმძღვანელოდან გადმოვიწერეთ პროექტის პეზენტაციის ნიმუშები , ,,რომეო და ჯულიეტა'' და ,, ლობიოს დიდი რბოლა''. აღნიშნული პრეზენტაციები  გამიადვილებს საკუთარ პროექტზე პრეზენტაციის გაკეთებაზე მუშაობას.
ელ.სახელმძღვანელოში უნდა განვიხილო მე-6 და მე-7 მოდული, სადაც დეტალურად და კარგად არის აღწერილი დიფერენცირებული სწავლების არსი და საჭიროებები. დაგვევალა დიფერენცირებული აქტივობების შექნმა, რომელსაც ჩავწერთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში.
ტრენინგის მე-9 დღე
დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ ფასილიტაციით, ჩამოვაყალიბეთ მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ,,ლობიოს დიდი რბოლის'' რესურსებიდან  გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშს. ამის გათვალისწინებით შევქმენი, ბროშურის შექმნის ინსტრუქცია. word-ის დოკუმენტში განვალაგე მიმართულების მიმცემი მინიშნებები და ინსტრუქციები, ბროშურის შექმნის დროს რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება,გვერდი დავყავი 2 ნაწილად და გავუკეთე კომენტარები. ვფიქრობ. მოსწავლეებს ამით გაუადვილდებათ ,საკუთარ ბროშურზე  მუშაობა.
შემდეგ ჯგუფში განვიხილეთ პორტფოლიო, რომელი საქაღალდეებისაგან შედგება და რა საჭირო მასალა უნდა წარმოვადგინოთ თრენინგის ბოლოს. გამოყენებული ფოტოები და ინტერნეტიდან მოძიებული მასალა , განსალაგებელი მაქვს ,,აუდიო-ვიდეო.. საქაღალდეში. ასევა ,,დიაგნოსტიკური ტესტი'' და კიდევ მისი შემოწმების ჩეკლისტი. პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა დაწყებული მაქვს, მაქვს დასაკორექტირებელი.
გადავედით ბლოგზე, გავიხსენე ბლოგზე ფაილის და საქაღალდის ატვირთვა და ავტვირთე ჩემი პორტფოლიო. ვისწავლე ჩასწორება და დამატება ფაილების. რაც გამორჩენი მაქვს და შესასწორებელი ასე შევასრულებ, უფრო მარტივია.

მთლიანად ტრენინგს საჭიროდ და საინტერესოდ ვთვლი. პროექტებით სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და მათი ინტერესების გათვალისწინებას. ამ პროცესში, თავად მოსწავლეები არიან წარმმართველი, ხოლო ჩვენ , მასწავლებლები კი მათი ფასილიტატორები. ამიტომ, ბერვია დამოკიდებული ფასილიტაციის ხარისხზე. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე  და უნარი გამოვიმუშავე იმისათვის, რომ სწორად გავგეგმო და წარვმართო პროექტი საკუთარ კლასში.
პროექტებით სწავლება დამეხმარება საგნების ინტეგრაციაში, სსსმ მოსწავლესთან მუშაობაში და მის სრულფასოვნად ჩართვაში სასწავლო აქტივობებში. ასევე ,მოსწავლეებს განუვითარებს იმ საჭირო ;შემოქმედებით, გამომგონებლობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს, რომლებსაც  21-ე საუკუნის უნარებს უწოდებენ.
ტრენინგის ბოლოს, მინდა, წარმატებები ვუსურვო კოლეგებს და ჩემ თავს პროექტის განხორციელებაში. პროექტის მსვლელობისას განხორციელებულ აქტივობებს და ფოტოებს კი განვათავსებ ბლოგზე, რომლის გამოყენებაც აქტიურად დამჭირდება. :)

Комментариев нет:

Отправить комментарий